ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის საუბნო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიები, ეორე ტურისთვის კომისიის წევრებს ცვლიან.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი _ 4 წევრი, სხვადასხვა საარჩევნო უბანში “ევროპულმა საქართველომ შეცვალა:
_ მეორე ტურისთვის “ევროპულმა საქართველომ” კომისიის წევრები შეცვალა დიდივანის, ნაბეღლავის, ბუკნარის და ხიდისთავის საუბნო საარჩევნო კომისიებში; “ქართულმა ოცნებამ” ერთი წევრი შეცვალა ზემოსურების საარჩევნო კომისიაში; “პატრიოტთა ალიანსმა” ერთი წევრი კოხნარის საუბნო საარჩევნო კომისიაში შეცვალა, ერთი კი ჭაჭიეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში. ერთი წევრი, გორაბერეჟიულის საარჩევნო უბანზე შეცვალა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, _ გვითხრა კუტუბიძემ.
ამავე თემაზე: რატომ შეუწყვიტა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება
ოზურგეთში, 4-მა კომისიის წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ, საარჩევნო უბნები დატოვა