“მე ავიღე პასუხისმგებლობა და ვთქვი ერთი წელიწადი”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებას ერთი გადახვევის უფლებაც კი არ აქვს და ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მთავრობა მათ გვერდით დგას და მათთან ერთად ებრძვის პრობლემებს.
“ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც, თუ როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში.
მე იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არა მარტო ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მათზე მზრუნველიც. პარტიას სხვა არავითარი ფასეულობა ჩემთვის არ აქვს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.