თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მკვლელობა მოხდა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მკვლელობის იარაღი _ დანა კი სამართალდამცავებმა ამოიღეს.
“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გ. ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს _ 1973 წელს დაბადებულ ს. ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ გ. ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.