საარჩევნო პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში დილის რვა საათისთვის მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ლანჩხუთში სულ 38 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს და მეორე ტურისთვის ერთიანი საარჩევნო სიაში 29 254 ადამიანია რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კი 29197 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა ლანჩხუთში, აქედან არჩევნებში მონაწილეობა 15 675 ადამიანმა მიიღო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved