ახალქალაქის 40-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.
1 tv.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის დამკვირვებელი ამბობს, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ჯიხურიდან გამოსვლის შემდეგ, ბიულეტენს აჩვენებენ უბნის თავმჯდომარესა და ცესკო-ს სხვა დამკვირვებლებს და სწორედ ამის შემდეგ აგდებენ საარჩევნო ყუთში.
თუმცა, მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვა დამკვირვებლები ამ ფაქტს უარყოფენ.