საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა ხმა მთაწმინდის მე-19 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის გამოჩნდა ვინ სცემს პატივს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და ღირებულებებს.
„კარგად ვნახეთ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ვინ როგორ პატივს სცემს მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და მათ ღირებულებებს. ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი საქართველოს მოქალაქისთვის უნდა იყოს ძალიან ადვილი. ხმა მივეცი პროევროპული, მრავალპარტიული და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიის კანდიდატს“,_განაცხადა რულოვსმა.