გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ვაშაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, დღეს ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცეს კანდიდატს, რომელიც ამომრჩევლებს ახალი მომავლის შექმნას ჰპირდება.
„საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს სრულიად ახალი მომავალი. უნდა დაიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ხალხზე.
პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ალბათ მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, მაგრამ ჩვენ მშვიდად და წყნარად მივედით საარჩევნო უბნებზე. იმედი მაქვს ყველანი მოხვალთ არჩევნებში და მიიღებთ მონაწილეობას“,_აღნიშნა ვაშაძემ.