საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, სადაც 38 საარჩევნო უბანი მოქმედებს და ერთიანი საარჩევნო სიის მიხედვით 29 254 ამომრჩეველია ფიქსირებული, 12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 6778 (23%) ადამიანმა დააფიქსირა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რეგისტრირებული 29 197 ამომრჩევლიდან დროის იგივე მონაკვეთში 6200 ამომრჩეველი იყო გამოცხადებული საარჩევნო უბანზე.
როგორც ლანჩხუთის საოლქო საარცევნო კომისიაში გვითხრეს, დარღვევების თაობაზე, ჯერჯერობით, ოლქში საჩივარი არ შემოსულა.
ლანჩხუთში არჩევნები მშიდ ვითარებაში მიმდინარეობს და საუბნო კომისიებს მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აქტივობა შეიმჩნევა.