გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
როგორც მან განაცხადა, საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„უპირველეს ყოვლისა, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან, კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება – ეს ადამიანები მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ რომ საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს“, _ განაცხადა ვაშაძემ.