საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის #79 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„მე დღეს ხმა მივეცი, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა არასოდეს დაბრუნდეს წარსულში, ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გამთლიანდეს გაძლიერდეს და განვითარდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.