ადამიანი ისეთია, როგორი წარმოდგენაც აქვს ბედნიერებაზე.
ვასილი სუხომლინსკი
ადამიანები არამარტო ივიწყებენ მათთვის გაწეულ სამსახურსა თუ მათთვის მიყენებულ შეურაცხყოფას, არამედ სიძულვილითაც კი უყურებენ თავიანთ კეთილისმყოფელთ და მზად არიან მიუტევონ მათ. აუცილებლობა იმისა, რომ სიკეთეს მადლიერებით უნდა მიაგონ სანაცვლო, ხოლო შეურაცხყოფას – შურისძიებით, მათ მონობად ეჩვენებათ, რომელსაც არ სურთ მოუხარონ ქედი.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.
ლეონარდო და ვინჩი
ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მათ არასრულფასოვნებას.
ჩესტერფილდი
ადამიანები თავს იწონებენ, როცა იქცევიან ისე, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.
ლეონარდო და ვინჩი
ადამიანები საქმით ძირს უთხრიან თავიანთ მსგავსთ, ხოლო სიტყვით კი ცაში აჰყავთ ისინი.
ჯაკომო ლეპარდი
ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
ადამიანებს სურთ ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.
ჟან დე ლაბრიუერი