გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში 4-7 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი იქნება.