„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებას წაადგება.
„საჭიროა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ მხოლოდ საარჩევნო სისტემის და მთლიანად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ.
ვფიქრობ, ამ პროცესს 8 თვე ან წელიწადი დასჭირდება, მაგრამ, რაც უფრო ჩქარა დაიძვრება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, _აღნიშნავს ბურჯანაძე.