ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სავჩენკო შიმშილობის მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შანტაჟს და ზეწოლას ასახელებს.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მისი ადვოკატებისგან საქმის დეტალების გაცნობას ითხოვს.
ცნობისთვის, ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტის დერეფანში მარტში დააკავა.