თელაველი გეგე სულხანიშვილი პროფესიონალი მსახიობი არ ბრძანდება, მაგრამ ათიოდე ქართულ ფილმში გადაღებული მაინც გახლავთ. ერთხელ ბატონი გეგე რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ძალიან “გაანაწყენა”.
“დამირეკა გიორგი შენგელაიამ და მითხრა, ერთ კვირაში ეროტიკული ფილმის გადაღებას ვიწყებ და კახეთში ჩამოვდივარ, დედაჩემის მუზეუმში შევხვდებით ამა და ამ დროსო. მეგონა, მექალთანე კაცს მთავარ როლზე მეპატიჟებოდა. მთელი კვირა არაჟანსა და ხიზილალას შევექცეოდი ენერგიის მოსაზღვავებლად. ხუმრობა საქმეა? – ასაკიან კაცს ეროტიკულ ფილმში მიღებენ.
დადგა ნანატრი წუთებიც და რეჟისორი მეუბნება, გეგე, შენ ამ ხალხთან დაჯექი და იქეიფე, ფილმში შენი ჯიპი გვჭირდებაო. გეთქვა მასე, სად წავიღო ამდენი ენერგია-მეთქი, _ ვუსაყვედურე. არადა, რა არ ვიღონე, ფორმაში მოსასვლელად“.