ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ოფისმა საინფორმაციო კამპანია გამართეს.
როგორც ღონისძიებაზე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა მუნხტუია ალთანგერელმა განაცხადა, ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას ქვეყნები აღიარებენ, მაგრამ მისი გახორციელება გამოწვევად რჩება.
„ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენთაგანს ცალ–ცალკე ეხება. დეკლარაციაში გამოცხადებული ძირითადი უფლებები დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. მართალია, დეკლარაცია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ ბევრი ქვეყნისათვის მისი განხორციელება კვლავაც გამოწვევად რჩება“,_განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა.