„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ არ გახდეს ბიძინა ივანიშვილის მძევალი და უარი თქვას პრეზიდენტობაზე.
„მოვუწოდებ ქალბატონ ზურაბიშვილს, ნუ გახდება ოლიგარქის სამუდამო მძევალი. უარი განაცხადოს ინაუგურაციის დაგეგმილ ცერემონიალზე და მოგვცეს საშუალება, ორ თვეში ჩავატაროთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პირველი შემთხვევაა მსოფლიოს საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიაში, როცა ე.წ. პრეზიდენტი გარბის დედაქალაქიდან და ჩუმად სხვაგან დებს ფიცს.
არავითარი თვითმმართველობისადმი ყურადღების ნიშანი არ არის, რომ თურმე ამ ყალბად გაყვანილი ქალბატონის ინაუგურაცია შედგება თელავში. აქ არის მიზანშეწონილი გამოთქმა: სად ერეკლე, სად სალომე“, _აღნიშნა ნათელაშვილმა.