თბილისში წერეთლის გამზირზე ავტომობილი გაიტაცეს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მისი მფლობელი მანქანიდან თანხის ჩასარიცხად იყო გადასული.
გატაცებიდან ცოტა ხანში პირი, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა ავარიაში მოყვა და 5 მანქანა დაამტვრია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავტომობილის გამტაცებელი პირი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.