პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე დაპირისპირება მოხდა _ ნიკა მელიას გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო. მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა.
დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს.