მე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს.
დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი გადაუხადა.