“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარის თქმის მიუხედავად, ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებს და აქციის ჩატარების ადგილმდებარეობას თავად განსაზღვრავს.
„თელავის ცენტრალურ ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს მშვიდობიანი აქცია, როლის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომის მიხედვით ვიმოქმედებთ. აქციის ადგილმდებარეობის შეცვლა დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე და საჭიროებაზე, რომელსაც გარემოება მოითხოვს“,_ აღნიშნა ქარდავამ.
_ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის მიერ დაანონსებული მშვიდობიანი აქცია „ძალა ერთობაშიას“ მომხრეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?_ ქარდავა გვპასუხობს, რომ აღნიშნულის პროვოცირებას საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს.
„ქართული ოცნებას“ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ აქტივისტები. „გაერთიანებულ ოპოზიციას“ მომხრეები გვყავს. არ ვისურვებ, რომ დაპირისპირება მოხდეს და ამის პროვოცირებას ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყოს. მათთვის იქნება საზიანო თუ ასეთ სისულელეს ჩაიდენენ“,_ აღნიშნა ქარდავამ.
16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას გამართავს.