რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის ცენტრალურ სტადიონზე. საფეხბურთო კლუბ “ბახამროს” გაბრაზებული გულშემატკივრების შეჩერება პოლიციასაც კი გაუჭირდა.
ისინი “ბახმაროსა” და ცხინვალის “სპარტაკის” თამაშის მიმდინარეობისას მსაჯების მოქმედებებს აკრიტიკებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სწორედ მსაჯების არაობიექტურობამ განაპირობა “ბახმაროს” წაგება:
_ არც ჯარიმა დადო, არც პენალტი. დილეტანტიც კი მიხვდებოდა, რომ მსაჯი ობიექტური არ იყო, _ აღნიშნავდნენ ‘ბახმაროს” ფანები.
აღსანიშნავია, რომ მსაჯების არაობიექტურობაზე “სპარტაკის” გულშემატკივრებაც გააკეთეს კომენტარი და აღნიშნეს, რომ ფანები, პრეტენზიების დიდ ნაწილში, მართლები იყვნენ. თუმცა, მათი თქმით “ეს ფეხბურთია და ფეხბურთი ყველაფერი ხდება”.
დღეს, ჩოხატურის “ბახმარო” და ცხინვალის “სპარტაკი” პლეი ოფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაში “სპარტაკელთა” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.