11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა („საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გამართა რიგით მეორე გასვლით სამუშაო შეხვედრა კომპანია RMG-ის (RMG Copper და RMG Gold) წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის წევრები კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ქვემო ქართლში კერძოდ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად გამოწვეული გარემოს დაბინძურების მაღალი დონის, მოსახლეობისა და საზოგადოებრვი ჯგუფების აქტიურობის ფონზე 2018 წლის გაზაფხულზე კომპანია RMG-ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება.
2018 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემდგომ შეიქმნა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი. რომელიც შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“. მათი მუშაობის შედეგად შედგა რიგით მეორე გასვლითი სამუშაო შეხვედრა მომპოვებელი კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების კუთხით.
ტერიტორიაზე დაწყებული პროექტების დათვალიერებისას, სამუშაო ჯგუფის წევრებს, „საყდრისის კომიტეტიდან“ ჰქონდათ შენიშვნები და კითხვები: „ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.“
საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით: „ჩვენ უკვე მეორედ ჩამოვედით სამუშაო ჯგუფის ფორმატში გარემოდაცვითი მიმართულებით შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე გასაცნობათ. უნდა ითქვას რომ სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს თუმცა ამ ეტაპზე მათ ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია. შედეგიანობის შეფასებას მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ თუ შევძლებთ. შესრულებული თუ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიჩნდა კონკრეტული კითხვები და მას აუცილებლად დავსვათ უახლოესს ხანში პარლამენტში სამუშაო ჯგუფისა და არემჯის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სადაც ასევე ვისაუბრებთ ჯგუფის მომავალ აქტივობებზეც. რაც მთავარია ჩვენ არ დავუშვებთ რომ კომპანიის აქტიურობა გარემოსდაცვითი მიმართულებით იყოს მხოლოდ ერთჯერადი ან ფასადური კომპანიამ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს”.
„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო -კვლევითი პლატფორმის“: „ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება.“
პლატფორმის წარმომადგენლის, ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით: „რიგით მეორე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა RMG-ს საწამოში, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი ხდევები სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასთან დაკავშირებით, ეფუძნება მწვანეთა მსოფლმხედველობას, შესაბამისად რადიკალურად განსხვავდება საქართველოში ამ დარგში დღეს არსებული სახელმწიფო ეკონომიკური ხედვებისგან, ასევე კომპანიის პოზიციებისგან, თუმცა ვინაიდან დღეს დაბინძურების საკითხი გაცილებით მწვავედ დგას, სამუშაო ჯგუფში ჩვენი ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიის იძულება მინიმუმამდე დაიყვანოს დაბინძურება რეგიონში. დათვალიერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია დაწყებულ სამუშაოებს აგრძელებს, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა დაბინძურების აღმოფხვრისათვის მნიშვნელოვანი არცერთი ღონისძიება დასრულებული არ არის, შესაბამისად სანამ პირწმინდად არ იქნება შესრულებული უკლებლივ ყველა ვალდებულება და არ გამოიცდება ყველა დანადგარი, მანამდე ნაადრევია საუბარი ღონისძიებების ეფექტურობაზე და დაბინძურების აღმოფხვრაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო კონტროლით და ჩვენი რეკომენდაციებით კომპანიია ბოლომდე მიიყვანს ყველა ვალდებულების შესრულებას. დათვალირებებისას წაქრმოქმნილი შეკითხვები, კომენტარები, პრეტენზიები და პრობლემურ საკითხები კომპანიას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადდება ანგარიში.“
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით.
„მისასალმებელია, რომ კომპანიის მხრიდან საქმიანობა დაწყებულია და სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების პროგრამით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. ეს არის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს, კომპანია “RMG“-ს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სწორი თანამშრომლობის შედეგი. ახლო მომავალში პარლამენტში გვექნება რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბრებთ თუ რა კეთდება და როგორი ეფექტი ექნება ამას გარემოს დაცვის კუთხით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობას გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, წლის ბოლომდე გეგმავს საქართველოს პარლამენტში ღია სამუშაო შეხვედრას კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე მოწვეული იქნება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდება კომპანიის მხრიდან გაწეული სამუშაოების შეფასება. შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფი მოამზადებს და გაასაჯაროვებს 2018 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშს.