ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოზარდების ცოდნა გარემო სამყაროზე მეტად პირობითი და მიახლოებითია. დამტკიცდა, რომ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ თუ საიდან მოდის რძე, ან მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის პური. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერში სპეციალისტები მხატვრულ ფილმებს ადანაშაულებენ, რომლებშიც ხშირად უპატიებელი შეცდომებია დაშვებული.
მულტფილმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აფთარი იკვებება იმით, რაც რჩებათ ლომებსა თუ ლეოპარდებს, სინამდვილეში კი აფთრები საკვების 93%-ს თავად მოიპოვებენ და ხშირად პირიქით ხდება, ანუ ლომები ართმევენ მათ ნანადირევს.
ცნობილი მულტფილმის ”101 დალმატინელის” ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ამ ჯიშის ძაღლები მეტად პოპულარულები გახდნენ და ხალხმა ჭკვიანი და აზრიანი მეგობრის შეძენის მოლოდინში, ლეკვების ყიდვა ინტენსიურად დაიწყო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ ჯიშის ძაღლები არ გამოირჩევიან არც განსაკუთრებული ჭკუით და არც საზრიანობით და მათ მთავარ ღირსებად მხოლოდ დაწინწკლული ტყავი მიიჩნევა.
შეცდომაა ისიც, რომ ცხოველებს უკუნით სიბნელეში თვალები უნათდებათ. ცხოველებში თვალების განათების ერთადერთი შემთხვევა, ეს ფანრის შუქია.
დათვი როგორც მულტფილმებიდან თუ ფილმებიდან ვიცით, მსხვერპლს თავს ესხმის უკანა ორ თათზე მდგარი, რაც შეცდომაა. დათვი არასოდეს ესხმის მსხვერპლს ამგვარ ფორმაში, იგი ყოველთვის ოთხივე თათზე დგას. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი კინოსტუდიებისთვის არც ისე მომგებიანი ყოფილა.
როგორც ვიცით, როდესაც აქლემს რაიმე არ მოსწონს, იფურთხება. ესეც მცდარია. ამ ცხოველის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მან რაც შეიძლება ნაკლები სითხე უნდა დაკარგოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარად არ მოიქცევა, გაბრაზების შემთხვევაში იგი მხოლოდ და მხოლოდ კბენას იწყებს.
ზვიგენის კაციჭამიობა უკვე ძველი ამბავია. ყველა ფილმი თუ მულტფილმი ამაზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა სინამდვილეში ზვიგენი, არც თუ ისე საშიშია. ცნობილია, რომ იგი არასოდეს ესხმის თავს ადამიანს წყალში, გარდა ერთი შემთხვევისა: სერფინგზე მდგარი ადამიანი ზვიგენს ”საყვარელ” სელაპს აგონებს, რომელიც აუცილებლად ხელთ უნდა ჩაიგდოს.
ალბათ ბევრჯერ გინახავთ ფილმი, ან მულტფილმი ცხოველების მიერ ცოცხლად შეჭმულ ადამიანზე. ეს ნამდვილად გაზვიადებულია. მაგალითისთვის, სამხრეთ აფრიკელები ძალიან მშვიდად ბანაობენ ველურ მდინარეებში, რადგან იციან, რომ მათ არცერთი ცხოველი სანამ რომელიმე სისხლს არ დაინახავს, არ მიეკარება და მით უმეტეს ტანსაცმლიანად არ გადაყლაპავს.