„თქვენ შეაშინეთ თქვენი თანაგუნდელები! არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ დღეს გვყავს ჩასვრილი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი აჩრდილის ეშინია“, _ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გურჯაანში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებს.
უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა მალე დასრულდება.
„პოზიციის წინააღმდეგ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ქმედებები, მით უფრო გავძლიერდებით. თქვენი დასასრული იმაზე ადრე დადგება, ვიდრე ვინმეს ჰგონია“, _ აღნიშნა უდუმაშვილმა.