საერთაშორისო ასტრონომების გუნდმა მზის სისტემაში მზიდან დედამიწასთან შედარებით 100-ჯერ უფრო მეტად დაშორებული ობიექტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მზისთვის ერთხელ შემოსავლელად აღმოჩენილ ობიექტს 1000 წელზე მეტი სჭირდება. ის დაახლოებით 2 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც დედამიწის სიჩქარესთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. დედამიწის სიჩქარე 30 კმ/სთ-ს შეადგენს.
ასტრონომების თქმით, ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 500 კილომეტრია, სფეროს ფორმა აქვს და სავარაუდოდ, ჯუჯა პლანეტაა.