ბრიტანელი პარლამენტარების ნაწილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ჯერემი კორბინს, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის სულელი ქალის დაძახებაში ადანაშაულებენ _ აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან კითხვა-პასუხის რეჟიმის სესიაზე მოხდა.
როგორც მედია მაუწყებლების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, კორბინმა თავი გაიქნია და თავისთვის ჩაილაპარაკა.
როგორც მოგვიანებით კორბინის პრესსპიკერმა განაცხადა, მას სულელი ქალი ტერეზა მეისთვის არ უწოდებია და სულელი ხალხი თქვა.