სანტას ფორმაში გამოწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვაშინგტონში, ბავშვთა საავადმყოფოში მივიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მან საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს საჩუქრები დაურიგა და რამდენიმე საშობაო სიმღერა უმღერა.