https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სამეგრელოს პრინცი” ნიკო დადიანი

13:12; 20.12.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1858 წლის 30 მაისს პეტერბურგში, ისააკის ეკლესიის კურთხევაზე სხვებთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იმყოფებოდა სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი _ 11 წლის ნიკო დადიანი. `…იწყება პარადი, რომელშიც თვით ხელმწიფე კამანდობს. ამ შემთხვევაში პირველი რიგი გამოსვლის ჩემსობას იყო ქართველ (კანვოების) ცხენოსნების ე.ი. ქართლ-კახელების, იმერელ-მეგრელ-გურულების, რომელსაც კამანდობდა კნიაზი პეტრე ბაგრატიონი, _ წერდა ამბის თვითმხილველი თედო ხოშტარია, _ როცა ხელმწიფემ შესძახა კანვოელებს გაჭენებით გავლა, მაშინ კნიაზ მენგრელსკიმაც სხვებთან ერთად, თერთმეტი წლის ყმაწვილმა, ფიცხლად გააჭენა ცხენი _ დიდი აღტაცებული ხმოვანება შექმნეს მაყურებლებმა, დიდებულებმა და ხალხმა და შექმნეს ხრიალი და უკანასკნელნი აქებდნენ ამ სიტყვით `გრუზინსკი ცარ~ და გაჭენების შემდეგ დაიბარა ხელმწიფემ, ცხენდაცხენ გადაკოცნა, მერმედ ჩამოიყვანეს ცხენიდან და მოიყვანეს იმპერატრიცასთან, რომელმაც დიდი ალერსით მიიღო და გაკოცნეს ველიკი კნიაზებმა და მათში გაერია~. 

ისააკის ტაძრის საზეიმო გახსნას სტუდენტი ილია ჭავჭავძეც დაესწრო და მოგვიანებით (5 ნოემბერი, 1860) შექმნა ლექსი `კანვოელი~, სადაც ის საკუთარ გულისტკივილს ასე გამოხატავდა:

აგერ რაზმიდან ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,

შორსა გაჰფანტა, თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა…

მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,

მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.

აგერ უეცრდა რაღაცამ ჰაერში გაიკრიალა,

თურმე მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრიალა,

მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,

 ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა,

შვენოდა იგი ჭაბუკი, ცხენზედა ვით ალვა რგული,

მაგრამ მე მის მჭვრეტელს ნაღვლით ამერია სული, გული…

ვსთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვინ იჩენ სიმარდესა?

შენი რაა, რომ ამშვენებ შენდ დამღუპველ ჩრდილოეთსა?

შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,

მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

ცენზურის გამო ლექსის დაბეჭდვა შეუძლებელი გახდა, ამიტომაც ილია ჭავჭავაძემ შეცვალა სათაური `კანვოელი~ _ `იანიჩარით~, ხოლო სიტყვა `ჩრდილოეთსა~ სიტყვით `ოსმალეთსა~.  სამსონ აბაშიძის შვილის, მარგალიტა ჭილაძის გადმოცემით, ეს ლექსი ილია ჭავჭავაძეს თითქოს კანვოელ დიმიტრი ამილახვარზე დაეწერა: `ეს ამილახვარი მარდი, მოხდენილი და ყოჩაღი იყოო~, – უთქვამს თურმე ილიას. 

ახლა კი ისააკის ტაძრის კურთხევის მთავარ პატარა გმირს, ნიკო დადიანს დავუბრუნდეთ, რომელსაც უწყალობეს ფლიგელ-ადიუტანტობა, ჩარიცხეს მისი უდიდებულესობის კანვოიში და ეკატერინე ჭავჭავაძის გამგზავრების შემდეგ, პეტერბურგში დატოვეს. ოფიციალური ფორმულირება მისი იმპერიის დედაქალაქში დატოვებისა მომავალი მთავრისათვის შესაფერისი აღზრდა-განათლების მიცემა იყო. სინამდვილეში, რუსულ ხელისუფლებას გამიზნული ჰქონდა სრულწლოვანების შემდეგ ნიკოს უარი ეთქვა სამეგრელოს სამთავროს უფლებებზე და 1867 წელს კიდევაც მიაღწიეს ამას (გაიხსენეთ ამანათობა).  იქამდე კი სამთავროს ავტონომიაც გააუქმეს. ნიკოს, ანუ ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის მართლაც შესაფერისი განათლება მისცეს პარიზში, 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში და თავიც გამოიჩინა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში; განსაკუთრებით ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი მოიპოვეს. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის მან რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზეც წარადგენეს. ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით `ნიკო-პოლკა~, რომელიც დადიანის გმირულ სამსახურს მიეძღვნა. ბულგარეთის ტახტიდან ალექსანდრე ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ, რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მეფის კანდიდატად წამოაყენა. ამასთან დაკავშირებით დადიანი ერთ წერილში იუწყებოდა: `…კავკასიაშიც ბევრს გაუკვირდება ჩემი კანდიდატობა; დარწმუნებული ვარ, ჩვენში ხალხი მამასახლისადაც არ ამირჩევდა. რუსეთს კი სხვა აზრი ჰქონია ჩემზე. და ამისთვის, მე მთელს სიცოცხლეში უნდა ვიყო მათი მონა მორჩილი, მოსამსახურე და აღმასრულებელი მათის სურვილისა~.  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპისა და რუსეთის პრესა, თავისთავად, იმ დღეებში `Dენ Mინგრელისცჰენ Pრინზენ~-ის (სამეგრელოს პრინცის), დადიანის შესახებ წერდა, განსაკუთრებით კი `ნემეცის ქალები, რომლებიც ეხლა პატივცემულნი ოჯახის დედები არიან, დიდი სიამოვნებით მოიგონებენ ხოლმე (მას)…~. ასევე წერდნენ, რომ თავადს `კეთილი გული აქვს და ამიტომ მეტად კეთილი მმართველი იქმნება ნახევრად განადირებულ ბოლგარებისათვის, რომელნიც ჯერ კიდევ სრულიად არ გადაჩვეულან ოსმალეთის უღელსა~.  მაგრამ მისი კანდიდატურა ვერ გავიდა. ინგლისელების ძალისხმევით, ავსტრია-უნგრეთმა შეძლო საკუთარი წარმომადგენლის, პრინც ფერდინანდ კობურგელის გაყვანა. 

თუ როგორი პიროვნება იყო ნიკო დადიანი, ამის შესახებ ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს: 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ ალექსანდრე II-ს ადიუტანტი დადიანიც ახლდა. მაშინ ბატონყმობა ახალი გაუქმებული იყო და იმერელმა თავადაზნაურობის ნაწილმა თხოვნით მიმართა იმპერატორს _ ყმები უკან დაგვიბრუნეთო, რადგან `ყანები აღარ მოგვდის, აღარცა ბარი და ბოსტანი გვარგებს, ყოველივე ფუჭდება… ყოველივე მარჯვე ხელს ითხოვს…“. მერე აიღეთ და იმუშავეთო, უპასუხა იმპერატორმა. `ჩვენ, ბატონო, არ გახლავართ შეჩვეული მუშაობას, ჩვენ ვერ ვიზამთ იმდონობას, რასაც გლეხები სჩადიან, მერე ბატონო არ გვეკადრება და საცინრათ გავხდებით“. იმპერატორმა არ შეისმინა მათი თხოვნა _ `მაშ, გირჩევნიათ მუშაობას შეეჩვიოთ, გლეხებისაგან ისწავლეთ და მაშინ აღარ წაგიხდებათ ყანები და ბაღ-ბოსტანი…“.

იმპერატორის უკან მდგარი ნიკო დადიანი თურმე ხელებს უქნევდა თავად-აზნაურებს და ანიშნებდა, _ მაგას ნუ ლაპარაკობთო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა დადიანმა ქართულად მიმართა დამსწრეთ: `არა გრცხვენიათ თქვენ, ეგ რაებზედ ილაპარაკეთ, მაგაზედ მეტი სათხოვარი არაფერი გქონდათ, თქვე ვირებო თქვენა! ან სკოლები არ გინდათ, ან ხიდები, გზები, ან სხვა ამ გვარები. ეგ რა იყო, ვინ გასწავლათ და ვინ დაგარიგათ, რომ მაგაებზედ ილაპარაკეთ! რა გნებამთ, რა გინდათ, ყმების დაბრუნებას ელით, ეს აღარ იქნება, სირცხვილი თქვენთვის, რომ ასე შეირცხვინეთ თავი…~.

ექვთიმე თაყაიშვილი დადიანს `ძველი და ახალი ქართული ლიტერატურის სახელგანთქმულ მცოდნეს~ უწოდებდა.  1885 წელს ნიკო დადიანმა თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა (179 ტომი, მათ შორის X-XI საუკუნეების მანუსკრიპტები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ თავად ილია ჭავჭავაძე გაემგზავრა სამეგრელოში ამ ძვირფასი საჩუქრის თბილისში ჩამოსატანად.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები”

გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

როგორ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები 50-ლარიან დახმარებას

ქალმა პარტნიორს დაუცველი სქესობრივი აქტის გამო უჩივლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025
სამართალი

“გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა” _ რატომ დააკავეს ლილუაშვილი

11:36; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს: რას ედავება საგამოძიებო უწყება სუს-ის ყოფილ უფროსს? – ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

11:31; 23.12.2025
პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო