„გაუგებარია, რა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო ნაბიჯი სირიაში. ქაოსური და არაპროგნიზირებადი ნაბიჯის გადადგმა საერთაშორისო ურთიერთობებში დისკომფორტს ჰქმნის“,_აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება სურს სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის თაობაზე, რომლის შესახებაც, მოულოდნელი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.