სერგო ზაქარიაძეს, მოხუცი ფოსტალიონის – გიორგის როლს რომ ამზადებდა ფილმისათვის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 16 კილოგრამით დაუკლია წონაში.
თურმე ამბობდა, შეუძლებელია, ფოსტალიონი მსუქანი იყოს, იმდენს დადის ფეხით, აუცილებლად გამხდარი იქნებაო.
სიკო დოლიძე იხსენებდა: “ერთხელ მე და სერგო, რომელსაც ფოსტის მსახურის ტანსაცმელი ეცვა და მხარზე გაზეთებით სავსე ჩანთა ეკიდა, კავშირგაბმულობის მინისტრთან შევედით.
სერგო მორცხვად გაჩერდა კარის ზღურბლთან. მინისტრი მე მელაპარაკებოდა და თან სერგოს გადახედავდა ხოლმე. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა – თქვენ ვინ ბრძანდებით, რომელი საფოსტო განყოფილებიდან ხართო“.