„არსენალის“ მწვრთნელმა, უნაი ემერიმ „ბრაიტონის“ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა _ ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport ავრცელებს.
ცნობისთვის, „არსენალსა“ და „ბრაიტონს“ შორის, გუშინ, გამართულ საფეხბურთო მატჩზე ემერიმ წყლის ბოთლს წიხლი დაარტყა, რაც სტადიონზე მყოფ ერთ-ერთ გულშემატკივარს მოხვდა.
„არსენალის“ მწვრთნელის თქმით, ბოთლს ფეხი ბოლო წუთებზე წარუმატებელი თამაშის გამო დაარტყა.
„არსენალი“- „ბრაიტონი“ 1-1 დასრულდა.