იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ლევენ მურუსიძესთან გასაუბრებას მართავენ. ნაზი ჯანეზაშვილთან გასაუბრებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში თავად ლიდერია, რომელიც სხვა მოსამართლეებს აერთიანებს.
„არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს, მე ვარ ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა. თუ რამე პრეტენზია გაქვთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი“,_ აღნიშნა მურუსიძემ.