ამერიკის კინოაკადემიის მიერ დაწესებული პრემია, რომელსაც სახელად – “ტალბერგის სახელობის პრემიასაც“ ეძახიან, ბოლო დროის, მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ჰოლივუდელ კინორეჟისორს – 79 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას გადასცეს.
ეს პრემია კოპოლას მსოფლიო კინომატოგრაფიაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო მიაკუთვნეს. აღნიშნულ ნომინაციაში როგორც წესი მხრცოვან რეჟისორებს აჯილდოვებენ ხოლმე და ეს ტრადიცია ამჯერადაც არ დარღვეულა.
ჯილდო ვიზუალურიად კინომატოგრაფისტის ბიუსტს მოგაგონებთ და მის მიკუთვნებაზე არაერთ კინოხელოვანს უოცნებია. თუმცა, ამჟამად კოპოლას ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგან, ჟიური მისი არჩევის დროს, ერთსულოვანი გახლდათ.
ფრენსისი ფორდ კოპოლას მიერ შექმნილი ყველაზე პოპულარული ფილმები გახლავთ: “ბრემ სტოკერის დრაკულა“, “აპოკალიფსი დღეს“, და “ნათლიმამა“. განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა, ლეგენდარული “ნათლიმამა“, რომელსაც “ოსკარი“ ხუთჯერ, “ოქროს პალმის რტო“ კი ორჯერ აქვს მიღებული.