გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატი გური სიხარულიძე 88 წლისა გარდაიცვალა, _ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ “შავნაბადა” Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
გური სიხარულიძემ აღზარდა თაობები, მან მოახერხა ყველა თაობის წარმომადგენელთან მეგობრული და მამა-შვილური სიყვარულის გაღვივება. მისი შესრულებული სიმღერები, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა იმღერო, როგორ უნდა იგრძნო შენს გვერდში მდგომი შემსრულებელი, როგორ უნდა გიყვარდეს მეგობარი და როგორ უნდა იმღრო სიყვარულით.
გურო სიხარულიძე იყო და დარჩება მაგალითად თუ, როგორ უნდა ემსახურო შენ ქვეყანას, წინაპრების დანატოვარს და შენი ერის განძს – ქართულ გალობასა და ხალხურ სიმღერას”, _ წერს “შავნაბადა” სოციალურ ქსელში.

































































