პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, აქამდე მომუშავე თანამშრომლებიდან ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ თანამშრომლებისა, ვინც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. როგორც უწყებაში ამბობენ, თანამშრომელთა რაოდენობა უნდა განახევრდეს.
„ყველაფერი ისე მიმდინარეობს და ისე გაგრძელდება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარით განისაზღვრა.