თბილისში, პეკინის გამზირზე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ 1TV.GE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ კამერებმა სამი პირი დააფიქსირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობისას კარი არ გაუტეხავთ.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ზარალის ოდენობა დგინდება.