The Verge-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის და პრინსენტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, Facebook-ში ყალბ ამბებს უმეტესად 65 წელს გადაცილებული ადამიანები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, მკვლევარები ამერიკის შეერთებული შტატებში სოციალური ქსელის მომხმარებლების ქცევას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგაც აკვირდებოდნენ.
კვლევის ჩასატარებლად მკვლევარებმა Facebook-ის მომხმარებლებს სთხოვეს კომპიუტერებზე მოემართათ პროგრამა, რომელიც მათ პროფილის დეტალებს, პოსტებსა და იმ გვერდების ჩამონათვალს გაუზიარებდა, რომელიც გამოწერილი აქვთ.
რის შედეგადაც გაირკვა, რომ ზრდასრულების მიერ გაზიარებული ბმულების უმეტესობა ყალბი ამბები იყო.
კვლევას არ დაუდგენია, რატომ რატომ ავრცელებენ ხანდაზმულები უფრო მეტ ყალბ ინფორმაციას, ვიდრე ახალგაზრდები.
მკვლევარები მომხდარის ასახსნელად ორ შესაძლოს ვერსიას ასახელებენ.
ერთი მოსაზრებით, ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც ინტერნეტის გამოყენება გვიან ასაკში დაიწყეს, ვერ აკმაყოფილებენ ციფრულ უნარებს. მეორე ვერსიით კი, ადამიანები შემეცნებით სიმცირეს განიცდიან.