კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ჟასმინ ლენარდმა ფსიქოპათი უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ის და რონალდუ ერთმანეთს 10 წლის წინ ხვდებოდნენ.
ჟასმინ ლანერდი ამერიკელ ქალს, რომელიც რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დახმარებას პირდება.
მოდელის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება.
ცნობისთვის, ამერიკელი ქალი, კეტრინ მოიორგი ამბობს, რომ ის რონალდუმ 2009 წელს ლას ვეგასში, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა, შემდეგ კი მომხდარის გაუხმაურებლობისთვის თანხა გადაუხადა.
რონალდუ ბრალდებას უარყოფს.