პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარტიაში დაპირისპირება ცალსახაა. ჩუგოშვილს მოვლენების განვითარებაზე საუბარი უჭირს.
“ჩემთვის სამწუხაროა ამ დაპირისპირების ყურება პარტიის შიგნით, მაგრამ ფაქტია, დაპირისპირება სახეზეა. მე ვერ გეტყვით მოვახერხებთ თუ არა ამ დაპირისპირების დალაგებას, ვინმეს გარიცხავენ, ან თავად მიიღებენ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას. მე გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს… კულუარულ ინფორმაციაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ჩემთვის მთავარია როგორ წარიმართება ეს პროცესი”, — განაცხადა ჩუგოშვილმა.