ქალი და ბავშვი ზვიგენმა დაკბინა.
France24-ის ინფორმაციით, შემთხვევა ავსტრალიაში, ტურისტებისთვის პოპულარულ ერთ-ერთ კუნძულთან მოხდა, როდესაც ისინი წყალში თამაშობდნენ.
ქალი და ბავშვი ხელის და ფეხის არეში მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.