დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. მომხდარს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ანტონიო ტაიანი ეხმაურება.
„ბრექსითის ხმის მიცემის პროცესის შედეგი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ძალიან ცუდი ამბავია. ჩვენ პირველად უნდა ვიფიქროთ ბრიტანეთში მცხოვრებ 3.6 მილიონ ევროკავშირის მოქალაქეზე და ბრიტანელებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ სჭირდებათ გარანტიები მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდგებით“, _ ამბობს ტაიანი.