დონბასში საომარი ქმედებები ისევ გრძელდება.
UNIAN-ის ინფორმაციით, 2 სატვირთო მანქანას, რომლითაც უკრაინელი სამხედროები გადაადგილდებოდნენ რუსული მხარე თავს დაესხა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 სამხედრო დაშავდა, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, სამხედროებს სატვირთო მანქანით მებრძოლებისთვის საკვები და სასმელი წყალი, ასევე სხვა საჭირო ნივთები მიჰქონდათ.
შემთხვევა ლუგანსკის რეგიონში, სოფელ ტროიცკისთან მოხდა.