დასავლეთი ხაშოგის მკვლელობის დაფარვას ცდილობს. აღნიშნული განცხადება Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ვინ და როგორ საუბრობს პრესის თავისუფლების შესახებ, ამ საქმეს კი მალავენ, მას შემდეგ, რაც ფული დაინახეს“,_განაცხადა მან.
მინისტრის განცხადებითვე, ხაშოგის საქმის ირგვლივ საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად თურქეთი უახლოეს დღეებში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
ცნობისთვის, The Washington Post-ის ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, სადაც მოკლეს.
ის საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა.