ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის სახელით მღვდელი მიუგზავნეს. ესაა პირველი კომენტარი, რომელიც დათუნაშვილმა ფედერაციის პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შემდეგ გააკეთა და რომელიც სააგენტო on.ge-მ გაავრცელა.
“მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, რომ ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა”, _ ამბობს დათუნაშვილი.
მისი თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს და ამბობს, რომ სამართლებრივად ბრძოლას გააგრძელებს.
“დროის პროცესია. მე ვიცი, რომ ის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას. სიმართლე იზეიმებს”, _ აღნიშნავს დათუნაშვილი, რომელიც აქვე დასძენს, რომ ბევრი მიზეზია, რის გამოც გეგეშიძესთან თანამშრომლობას გამორიცხავს, მათ შორი არასწორი, ძალადობრივი მმართველობა და იმ ადამინების დაბლოკვა, ვინც “თვალში არ მოსდის”.