ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.
„ერთ-ერთი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა და მას H1N1 დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით, 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი ბავშვია. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა“, – აცხადებს ნანა ოდიშარია.
ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში, ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.