„მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, სიგელის მისაღებად არ მივიდა.
„გურია ნიუსი“ ღონისძიების დასრულების შემდეგ დავით მდინარაძეს არ მისვლის მიზეზის დასადგენად დაუკავშირდა.
„მძიმე ოპერაცია მქონდა ოზურგეთში და ამიტომ ვერ მოვახერხე წამოსვლა. პაციენტი ვერ დავტოვე“,_ამბობს მდინარაძე.
როგორც ცნობილია, მას და ექიმების იმ ნაწილს, ვინც ცერემონიალზე დასწრება ვერ მოახერხა, კუთვნილ ჯილდოს ორგანიზატორი მიაწვდის.
ცნობისთვის, მედოკოსთა ეროვნული დაჯოლდოების ცერემონიალი საქართველოში პირველად ჩატარდა.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კლინიკა „ჩემი ექიმის“ დამფუძნებელი, ექიმი მარიამ გოგრიჭიანი გახლავთ.
მისი თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გახლავთ მედიკოსთა მიმართ ნდობის ფაქტორის გაზრდა, მათი პროფესიონალიზმის პრომოცია დაფასება და მოტივაციის მიცემა.
დავით მდინარაძეს სიგელი პროფესიული განვითარებისა და ეთიკისთვის გადაეცა.