სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, საავადმყოფოში შემოყვანილი იქნა ქალბატონო, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალი სოფელ დვაბზუში გზაზე იპოვეს.
“უგონო მდგომარეობაში იქნა ეს ქალბატონი შემოყვანილი. თავის ქალას, ტვინის მძიმე დახურული ტრავმით, მრავლობითი მოტეხილობით. შემოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა,“ – გვითხრა დავით მდინარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.