„სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არ დაიშლება და სასამართლო სისტემა პოლიტიზირებული მოსამართლეებისგან არ გათავისუფლდება, მართლმსაჯულების სისტემა ვერ გაჯანსაღდება. ამ მოთხოვნაში არაკონსტიტუციური არაფერია“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ.
მაისივე თქმით, „ქართულ ოცნება“ ვალდებულია, რომ კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრას და საზოგადოებას დამოუკიდებელი სასამართლოს განაცხადა გაუჩინოს.
„აღნიშნული საკითხი უკვე პოლიტიზირებულია, რაც სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობას უშლის ხელს. მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, საზოგადოების რეაგირება ძალიან მკაცრი უნდა იყოს. საზოგადოებამ მმართველი პარტია უნდა აიძულოს, რომ უარი თქვას თანამდებობებზე ოდიოზური მოსამართლეების უვადო განმწესებაზე“, _ აღნიშნა პოლიტოლოგმა.