ბრაზილიაში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაკარგული ადამიანის პოვნას კი მაშველები ტალახში ცდილობენ. აღნიშნულ ინფორმაციას The abcnews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაკარგულებს შორის 206 ადამიანი სამთო კომპანია VALE-ს თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 366 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაგან 23-ის გადაყვანა საავადმყოფოში გახდა საჭირო.